რეპროდუქციული ჯანმრთელობა ადამიანის ჯანმრთელობის კომპონენტია, რომელიც ფოკუსირებულია რეპროდუქციულ სისტემასა და მის ფუნქციონირებაზე.

 ის მოიცავს ყველა ადამიანის უფლებას , რომ იძულების , დისკრიმინაციის და ძალადობის გარეშე ქონდეს უმაღლესი სტანდარტის რეპროდუქციული ჯანმრთელეობა და ხელმისაწვდომობა მის სერვისებზე. კერძოდ : მოიძიოს და მიიღოს  სექსუალურობასთან დაკავშირებული ინფორმაცია , მიიღოს სქესობრივი განათლება ,პირადი ხელშეუხებლობის პატივისცემა, აირჩიოს პარტნიორი , გადაწყვიტოს დაამყაროს სქესობრვივი კავშირი თუ არა, ქონდეს შეთანხმებული სქესობრივი ურთიერთობა , შექმნას ოჯახი საკუთარი სურვილით, თავად გადაწყვიტოს როდის და რამდენი შვილი იყოლიოს,მიიღოს ინფორმაცია კონტრაცეპციის გზებზე და  ისიამოვნოს სქესობრივი ცხოვრებით.

თითოეულ ადამიანს  უფლება აქვს , გააკეთოს თავისუფალი არჩევანი თავის სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობა თანაბრად არის როგორც მამაკაცების, ასევე ქალების საზრუნავი მთელი ცხოვრების მანძილზეთუმცა  რადგან ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან სქესობრივი მახასიათებლებით შესამაბისად, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების დიდი ნაწილი განსხვავებულია ქალებსა და მამაკაცებში (მაგალითად, ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა საჭიროა მხოლოდ ქალებისთვის) და განსხვავებულ მიდგომებსაც საჭიროებს

სრული სტატიის სანახავად ეწვიეთ: http://youngfeminists.ge/index.php/magazin