ტელ: (+995) 598 84 51 70,  ელ-ფოსტა

გარდა იმისა რომ ვარ სკოლის მოსწავლე,კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტატუსი რომელიც ფაქტიურად განსაზღვრავს ჩემს იდენტობას არის ის,რომ ვარ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფემინისტები“-ს წევრი.შესაბამისად თავს ფემინისტად ვთვლი. ფემინისტი არ გავმხდარვარ  ცხოვრების რომელიმე გარდამტეხი ეტაპის, მოვლენის ან გამოცდილების, ან თუნდაც განათლების კონკრეტული საფეხურის შემდეგ.ეს ყველაფერი ერთი ჩვეულებრივი საღამოდან დაიწყო როდესაც სულ შემთხვევით გავიგე პროექტი „დიალოგი წარსულთან“ შესახებ.

ვინაიდან ვარ სოციალურდა აქტიური ახალგაზრდა ეს პროექტიც მივიჩნიე ერთ ახალ გამოწვევად და გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება.ახლა ვაანალიზებ რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ შევედი ახალ სამყაროში იქ სადაც ვიგრძენი რომ მოვხვდი ჩემიანებთან და ჩემნაირი ინტერესის მქონე ინტეგრირებულ ახალგაზრდებთან. მანამ სანამ ეს სიახლე დაიწყებოდა ჩემს ცხოვრებაში ტერმინის დონეზეც კი არ ვიცოდი ფემინიზმის იდეოლოგიის შესახებ.საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების ფონზე კი საუბედუროდ  მგონი, იყო პერიოდი,როცა მეც მეგონა - ფემინისტები ცოტა უცნაური, ცოტა აგრესიული,  საშიში,და ცოტაც ეგოისტური საზოგადოება.

მაგრამ მაშინ როდესაც ამ ყველაფერს ახლა ვიაზრებ ცოტა არ იყოს გული მწყდება რომ ამგვარი მოსაზრებებია დამკვიდრებული სოციუმში ამ თემასთან დაკავშირებით და თანაც  ჩემდაუნებურად მეც ვიყავი ოდესღაც ამ აზროვნების თანაზიარი.

თანასწორობის იდეა და უთანასწორობის მიმართ პროტესტი ყოველთვის იყო ჩემში, ხოლო ,მაშინ როცა თანასწორობა და ფემინიზმი  ერთმანეთს დავაკავშირე. ეს იყო და ეს. მას მერე ყველგან ვამბობ, რომ ვარ ფემინისტი და მიკვირს მათი, ვინც ამბობს, რომ არ არის.

 

სრული სტატიის სანახავდ ეწვიეთ: http://youngfeminists.ge/index.php/magazin

Pin It

დონორები

Prev Next

ჰოლანდიური ქალთა ფონდი- Mama Cash

.

ჰოლანდიური ქალთა ფონდი- Mama Cash

ჰოლანდიური ქალთა ფონდი- Mama Cash

გერმანული ქალთა ფონდი- Filia

.

გერმანული ქალთა ფონდი- Filia

გერმანული ქალთა ფონდი- Filia

ქალთა ფონდი საქართველოში

.

ქალთა ფონდი საქართველოში

ქალთა ფონდი საქართველოში