ორგანიზაციის მისიაა ქალთა უფლებების პოპულარიზაცია რეგიონების მასშტაბით, ქალის უფლებათა გაძლიერებისათვის მუშაობა და ახალგაზრდული ფემინისტური ტალღის შექმნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ასევე, ქალთა/ახალგაზრდა გოგონათა პოლიტიკური და სამოქალაქო გაძლიერების ხელშეწყობა.
ორგანიზაციის მიზნებია :
ა) სხვდასხვა თაობის ფემინისტთა გერთიანება;
ბ) ახალგაზრდა ფემინისტთა ქსელის შექმნა;
გ) გენდერული თანასწორობის, ფემინისტური ღირებულბებებისა და ქალთა უფლებების პოპულარიზაცია;
დ) არაძალადობრივი კულტურისა და გარემოს შექმნა/განვითარება;
ე) ახალგაზრდა გოგონათა მხარდაჭერა რესურსების მობილიზაციასიის პროცესში, რათა მათ შეძლონ სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურიმონაწილეობა;
ვ) გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა;
ზ) ადგილობრივი ხელისუფლების სამუშაო გეგმაზე გავლენის მოხდენა, რათა მასში ასახული იყოს ქალთა/გოგონათა საჭიროებები