ტელ: (+995) 598 84 51 70,  ელ-ფოსტა

ააიპ "ახალგაზრდა ფემინისტები" არის ახალგაზრდული ფემინისტური გაერთიანება,რომელიც 2018 წლიდან ფუნქციონირებს შიდა ქართლში, გორში.ორგანიზაციის მისიაა ქალთა უფლებებისა და ფემინისტური  ღირებულებების პოპულარიზაცია,  ქალების/გოგონების გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით.

ახალგაზრდა ფემინისტების ჯგუფი აცხადებს ესეების კონკურსს შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.

 

საკონკურსო ესე უნდა ეხებოდეს თემას: ,,ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება”.  ისტორია გვიჩვენებს, რომ ქალებს ქონდათ და სამწუხაროდ, დღესაც აქვთ ნაკლები შესაძლებლობა ჩართულები იყვნენ კონფლიქტების მოგვარებასა და სამშვიდობო პროცესებში. კონფლიქტების პრევენციის და ტრანსფორმაციის, ასევე მშვიდობის მშენებლობაში ქალთა ჩართულობისა მიზნით, 2000 წელს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია №1325, რომელიც განიხილავს ომის გავლენას ქალებზე და ქალთა სრული და თანაბარი მონაწილეობის მნიშვნელობას კონფლიქტების მოგვარების, მშვიდობის მშენებლობის, მშვიდობის შენარჩუნების, ჰუმანიტარული რეაგირების და პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის პროცესში.

საკონკურსო თემა შესაძლოა მოიცავდეს კონფლიქტით დაზარალებული ან მშვიდობის მშენებლობაში ჩართული ქალები ისტორიებს, პოლიტიკის ანალიზს მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ჩართულობასთან დაკავშირებით, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას და სხვა.

📌კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ IX-XII კლასის სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა), რომელებიც ცხოვრობენ ან სწავლობენ შიდა ქართლში. კონკურსის შედეგად გამარჯვებულები გამოვლინდებიან ორ კატეგორიაში: მოსწავლეები და სტუდენტები.

ტექნიკური მოთხოვნები:

  1. ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი გვარი, უნივერსიტეტი/სკოლა, სპეციალობა, ტელეფონის ნომერი, e-mail) მიუთითეთ თავფურცელზე.
  2. ერთი ნაშრომი შეიძლება წარადგინოს მხოლოდ ერთმა ავტორმა.
  3. ესეს მოცულობა უნდა იყოს 1000-1500 სიტყვა, შრიფტი - Sylfaen; შრიფტის ზომა - 12; ინტერვალი - 1,15.
  4. ნაშრომი უნდა ეკუთვნოდეს კონკურსში მონაწილე პირს, პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში ნაშრომი მოიხსნება კონკურსიდან.

კონკურსში გამარჯვებული მონაწილეები დაიჯილდოვდებიან სხვდასხვა კატეგორიის ტექნიკით.  

⏲ ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 18 დეკემბერი (23:59). 

 

ნაშრომები უნდა გადმოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტორნულ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ: ესეების კონკურსი- ქალები მშვიდობა უსაფრთხოება

🌐 დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: Youngfeminists.ge 

📧 ან დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. ან ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.  

Pin It

დონორები

Prev Next

ჰოლანდიური ქალთა ფონდი- Mama Cash

.

ჰოლანდიური ქალთა ფონდი- Mama Cash

ჰოლანდიური ქალთა ფონდი- Mama Cash

გერმანული ქალთა ფონდი- Filia

.

გერმანული ქალთა ფონდი- Filia

გერმანული ქალთა ფონდი- Filia

ქალთა ფონდი საქართველოში

.

ქალთა ფონდი საქართველოში

ქალთა ფონდი საქართველოში