ტელ: (+995) 598 84 51 70,  ელ-ფოსტა

 
გენდერი 
 
ტერმინი „გენდერი” ქალისა და მამაკაცის მახასიათებლებს აღნიშნავს, რომლებიც სოციალურად კონსტრუირებულია. იგი მოიცავს ნორმებს, ქცევებსა და როლებს, რომლებიც სხვადასხვა საზოგადოებაში აღიქმება როგორც ქალური ან მამაკაცური.
 
გენდერს შეიძლება ასევე ვუწოდოთ სოციალური სქესი, რადგან იგი სოციალური კლასის, ეთნიკურობის, სოციალური ორიენტაციის და ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით ფორმირდება. ამგვარად ის არის სქესის სოციალური და კულტურული ინტერპრეტაცია ანუ ის, რასაც საზოგადოება აღიქვამს, როგორც ქალურ და მამაკაცურ თვისებებს.
 
გენდერი, როგორც კონცეფცია, ისტორიულად არსებობდა და ეპოქებისა და კონტექსტის გათვალისწინებით მუდმივ ცვლილებას განიცდიდა/განიცდის, რასაც ხელს უწყობს სხვადასხვა ფაქტორების გავლენა.
ჩვენ ვიბადებით კონკრეტული სქესით, თუმცა ვიძენთ ჩვენს გენდერულ თვითაღქმას ე.ი იმას, თუ რას ნიშნავს, კონკრეტულ დროსა და სივრცეში იყო კაცი ან ქალი.
 
გენდერული იდენტობა 
 
გენდერული იდენტობა არის ჩვენი შინაგანი ღრმად გააზრებული განცდა, თუ როგორ ვფიქრობთ ჩვენ საკუთარი თავის შესახებ .
 
ეს ტერმინი გულისხმობს ინდივიდის შინაგან იდენტიფიკაციას სქესთან მიმართებაში, ანუ ჩვენს განცდას თუ რომელ სქესს ვაკუთნებთ საკუთარ თავს: მამრობითს, მდედრობითს , ორივეს თუ არცერთს.
 
გენდერული თვითგამოხატვა
 
გენდერული თვითგამოხატვა ადამიანის მიერ საკუთარი გენდერის გამოხატვის საშუალებაა (ტრადიციული გენდერული როლების მიხედვით).
 
გენდერის გამოხატვას ადამიანები ცდილობენ სახელის, ტანსაცმლის, თმის სტილის, ქცევის, ხმის ან სხეულის მახასიათებლების საშუალებით.
 
გენდერული თვითგამოხატვა პიროვნებას შეიძლება ჰქონდეს ფემინური, ანდროგინული ან მასკულინური. უმეტეს შემთხვევაში გენდერული იდენტობა და გენდერული თვითგამოხატვა ერთმანეთს ემთხვევა.
 
სქესი 
 
სქესი არის ბიოლოგიური და ანატომიური მახასიათებლების ერთობლიობა, რომელიც დაბადებისთანავე გვენიჭება სამედიცინო ფაქტორების გათვალისწინებით, კერძოდ: ჰორმონების, ქრომოსომებისა და სასქესო ორგანოების მიხედვით. ადამიანების უმეტესობას თვლიან მამრობითი ან მდედრობითი სქესის წარმომადგენლებად და სწორედ ამის მიხედვით აღნიშნავენ სქესს დაბადების მოწმობებში.
 
მდედრობითი სქესისთვის დამახასითებელია XX ქრომოსომები, ვაგინა, საკვერცხეები.
მამრობითი სქესისთვის დამახასიათებლია XY ქრომოსომები, პენისი და სათესლეები.
 
როდესაც სექსუალური და რეპროდუქციული ანატომია არ შეესაბამება ქალისა და მამაკაცის ტიპურ განმარტებებს, ის შეიძლება შეფასდეს, როგორც ინტერსქესი. ინტერსქესისთვის დამახასიათებელია მდედრობითი და მამრობითი სქესის მახასიათებლების სხვადასხვანაირი კომბინაცია.
 
სექსუალური ორიენტაცია 
 
სექსუალური ორიენტაცია არის ტერმინი, რომელიც გულისხმობს ადამიანის ემოციურ, სულიერ, რომანტიკულ და სექსუალურ მიზიდულობას კონკრეტული სქესის და გენდერული იდენტობის პირის მიმართ.
 
სექსუალური ორიენტაცია ძირითადად იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
 
ჰეტეროსექსუალი - როცა იზიდავს საწინააღმდეგო სქესის ადამიანი.
ჰომოსექსუალი - როცა იზიდავს იმავე სქესის ადამიანი.
ბისექსუალი - როცა იზიდავს ორივე სქესის ადამიანი.
პანსექსუალი - როცა იზიდავს ყველა სქესის და იდენტობის ადამიანი.
ასექსუალი - როცა არ აქვს სექსუალური მიზიდულობა არავის მიმართ.
 
მეცნიერთა უმეტესობა თანხმდება, რომ სექსუალური ორიენტაცია (ჰომოსექსუალობისა და ბისექსუალობის ჩათვლით) არის გარემო, ემოციური, ჰორმონალური და ბიოლოგიური ფაქტორების კომბინაციის შედეგი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბევრი რამ განაპირობებს ადამიანის სექსუალურ ორიენტაციას და სხვადასხვა ადამიანისთვის ეს ფაქტორები შეიძლება განსხვავებული იყოს.
 
 
 
აღნიშნული საინფორმაციო კამპანია ქალთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების დაძლევის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
 
Pin It

დონორები

Prev Next

ჰოლანდიური ქალთა ფონდი- Mama Cash

.

ჰოლანდიური ქალთა ფონდი- Mama Cash

ჰოლანდიური ქალთა ფონდი- Mama Cash

გერმანული ქალთა ფონდი- Filia

.

გერმანული ქალთა ფონდი- Filia

გერმანული ქალთა ფონდი- Filia

ქალთა ფონდი საქართველოში

.

ქალთა ფონდი საქართველოში

ქალთა ფონდი საქართველოში