25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა თანხმდება ადამიანის უფლებათა დაცვის საჭიროებაზე, მაინც გახდა საჭირო სპეციალური საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, რომლებიც უშუალოდ ქალების უფლებების დაცვას მოემსახურებოდა. ეს კი იმ დისკრიმინაციულმა შემთხვევებმა განაპირობა, რომლიბიც ქალთა მიმართ ხორციელდებოდა და დღესაც ხორციელდება.
აღნიშნული დღის ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კვირეულები იმართება. გაეროს გენერალურ მდივანს - პან გი-მუნს ეკუთვნის კამპანია სახელწოდებით ,,გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ’’ და მისი მიზანია ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის პრევენცია და აღკვეთა მთელს მსოფლიოში. ეს კამპანია 2008 წელს დაიწყო და სხვადასხვა სტრუქტურებსა და საზოგადოებას მოუწოდებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღდეგ გაერთიანებისკენ. პან გი-მუნს ეკუთვნის ასევე იდეა ,,ნარინჯისფერი დღე’’, რომელიც მიზნად ისახავს ინფორმირებულობის გაზრდას ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის და მისი აღმოფხვრის გზების შესახებ .
ქალები საკუთარი უფლებების დასაცავად აქტიურად იბრძოდნენ ყველა ეპოქაში. ბრძოლა ზოგჯერ არც თუ ისე კარგი შედეგით სრულდება, თუმცა ყოველი მართებული მცდელობა ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და არც ერთი მცდელობა არ ქრება უკვალოდ.
,,ავიღოთ ჩვენი წიგენბი და კალმები, ისინი ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღებია. ექსტრემისტებს მუდამ ეშინოდათ და ეშინიათ წიგნების და კალმების. მათ ქალებისაც ეშინიათ’’ - ეს სიტყვები ახალგაზრდა პაკისტანელ გოგონას მალალა იუსაფზაის ეკუთვნი. გოგონა 11 წლის ასაკში გახდა ცნობილი, მაშინ როდესაც ,,BBC-სთვის’’ დაიწყო დღიურების წერა, სადაც მალალა წერდა თუ როგორი იყო ცხოვრება პაკისტანში თალიბების მმართველობის პირობებში და როგორ იხურებოდა გოგონებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო დაწესებულებები.
სრული სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://www.flipsnack.com/maritamagazin/-.html