ტელ: (+995) 598 84 51 70,  ელ-ფოსტა

💥ახალგაზრდა ფემინისტთა ჯგუფი აცხადებს ესეების კონკურსს შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.

 

📌ააიპ "ახალგაზრდა ფემინისტები" არის ახალგაზრდული ფემინისტური გაერთიანება,რომელიც 2018 წლიდან ფუნქციონირებს შიდა ქართლში, გორში. ორგანიზაციის მისიაა ქალთა უფლებებისა და ფემინისტური  ღირებულებების პოპულარიზაცია,  ქალების/გოგონების გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით.

📌 საკონკურსო ესე უნდა ეხებოდეს თემას: ,,ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება და წინააღმდეგობა”. 

კონფლიქტების პრევენციის და ტრანსფორმაციის, ასევე მშვიდობის მშენებლობაში ქალთა ჩართულობისა მიზნით, 2000 წელს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია №1325, რომელიც განიხილავს ომის გავლენას ქალებზე და ქალთა სრული და თანაბარი მონაწილეობის მნიშვნელობას კონფლიქტების მოგვარების, მშვიდობის მშენებლობის, მშვიდობის შენარჩუნების, ჰუმანიტარული რეაგირების და პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის პროცესში.

შესაბამისად, საკონკურსო თემა შესაძლოა მოიცავდეს:

- კონფლიქტით დაზარალებული ან მშვიდობის მშენებლობაში ჩართული ქალები ისტორიებს; 

-პოლიტიკის ანალიზს მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ჩართულობასთან დაკავშირებით;

- პოსტ-კონფლიქტური ტრანსფორმაციის საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას;

- მშვიდობის და უსაფრთხოების ფემინისტური პერსპექტივის ანალიზს;

- ქალების მიერ ორგანიზებულ წინააღმდეგობის ისტორიებს;

- კონფლიქტთან დაკავშირებული ტრავმები; ტრავმასთან გამკლავების გზები და სხვა. 

 

📌ტექნიკური მოთხოვნები:

  1. ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი გვარი, საცხოვრებელი ადგილი, უნივერსიტეტი/სკოლა, ფაკულტეტი, ტელეფონის ნომერი, e-mail) მიუთითეთ თავფურცელზე. 
  2. ერთი ნაშრომი შეიძლება წარადგინოს მხოლოდ ერთმა ავტორმა.
  3. ესეს მოცულობა უნდა იყოს 1000-1500 სიტყვა, შრიფტი - Sylfaen; შრიფტის ზომა - 12; ინტერვალი - 1,15. 
  4. ნაშრომი უნდა ეკუთვნოდეს კონკურსში მონაწილე პირს, პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში ნაშრომი მოიხსნება კონკურსიდან.

📌კონკურსში გამარჯვებული ორ კატეგორიაში გამოვლინდება სტუდენტები და მოსწავლეები. გამარჯვებულ კანდიდატებს გადაეცემათ პრიზები: პლანშეტები და უკაბელო ყურსასმენები. 

⏲ ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 15 ივნისი (23:59). 

📌 ნაშრომები უნდა გადმოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

📌სათაურის ველში (subject) მიუთითეთ - ესეების კონკურსი.

🌐 დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: Youngfeminists.ge 

📧 ან დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 

Pin It

დონორები

Prev Next

ჰოლანდიური ქალთა ფონდი- Mama Cash

.

ჰოლანდიური ქალთა ფონდი- Mama Cash

ჰოლანდიური ქალთა ფონდი- Mama Cash

გერმანული ქალთა ფონდი- Filia

.

გერმანული ქალთა ფონდი- Filia

გერმანული ქალთა ფონდი- Filia

ქალთა ფონდი საქართველოში

.

ქალთა ფონდი საქართველოში

ქალთა ფონდი საქართველოში